- 1.1. პროვაიდერი - შპს „მანი მუვერსი“ ს/კ 200274318, მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N172 გ, ელექტრონული ფოსტის მისამართი - info@mm.ge , ვებ-გვერდის მისამართი www.mm.ge , საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის N 0008-9004;
- 1.2. სისტემის ოპერატორი (შემდგომში „ოპერატორი“) - შპს „მანი მუვერსი“, ს/კ 200274318, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად ან სხვა იურიდიულ პირებთან ერთად, უფლებამოსილია და პასუხისმგებელია საგადახდო სისტემის ოპერირებისა და სისტემის წესების შემუშავებაზე.
- 1.3. სისტემის წესები (შემდგომში „წესები“) - MyProfile ელ. საფულის მოხმარების წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრა პროვაიდერმა, როგორც სისტემის ოპერატორმა.
- 1.4. მომხმარებელი (შემდგომში „მომხმარებელი“) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე აგენტი, რომელიც ამყარებს პროვაიდერთან გრძელვადიან საქმიან ურთიერთობას MyProfile ელექტრონული საფულის გახსნის მიზნით და სარგებლობს საგადახდო მომსახურებით.
- 1.5. აგენტი - პირი, რომელიც პროვაიდერთან გაფორმებული „აგენტის ჩარჩო ხელშეკრულების“ საფუძველზე, საგადახდო მომსახურების მიწოდებისას მოქმედებს პროვაიდერის სახელით.
- 1.6. მხარე/მხარეები - პროვაიდერი და მომხმარებელი ცალ-ცალკე ან ერთად;
- 1.7. მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა მომხმარებლისა და პროვაიდერისა;
- 1.8. მიმღები - პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება გადახდის ოპერაცია;
- 1.9. გადამხდელი - პირი, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას ან/და ეთანხმება საგადახდო დავალების გაცემას;
- 1.10. ელექტრონული საფულე MyProfile – (შემდგომში „საგადახდო ანგარიში” ან „ელექტრონული საფულე“) პროვაიდერის მიერ შექმნილი ელექტრონული ფულის საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც ასევე არის პირის ვირტუალური/ელექტრონული საგადახდო ანგარიში, მასზე განთავსებულია ელექტრონული ფული, რომელსაც მართავს საფულის მფლობელი, გადახდის ოპერაციების შესრულების მიზნით, პროვაიდერის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ელექტრონული საფულის ანგარიში მულტისავალუტოა და მოიცავს შემდეგ სავალუტო ანგარიშებს GEL; USD; EUR; RUB;
- 1.11. ელექტრონული ფული - პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციების განხორციელების მიზნით მომხმარებლებისგან მიღებული ფულადი სახსრების ნომინალური ღირებულება, რომელიც შენახულია ელექტრონულად და რომელიც აღიარებულია გადახდის საშუალებად მისი გამომშვების (შ.პ.ს. ,,მანი მუვერს“-ის), მომხმარებლებისა და სხვა პირების მიერ. ელექტრონულ ფულსა და მის სანაცვლოდ მიღებულ ფულად სახსრებს შორის პროვაიდერის მიერ მისი საქმიანობის ყველა ეტაპზე დაწესებულია შემდეგი თანაფარდობა: 1 ლარი = 1 ელექტონული ლარი.
- 1.12. საგადახდო ინსტრუმენტი - სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მობილური აპლიკაციის ან/და ვებ გვერდის სახით, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელი გასცემს საგადახდო დავალებას.
- 1.13. ელექტრონული ფულის ინსტრუმენტი (ინსტრუმენტი) - საგადახდო ინსტრუმენტი, ტექნიკური საშუალება ან/და პროვაიდრსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებული პროცედურების ერთობლიობა, რომელიც იძლევა ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას (შემდგომში „ინსტრუმენტი“); ელექტრონული ფულის ინსტრუმენტია - IOS და Android მობილური აპლიკაციები და ვებ. გვერდი: www.mp.ge. აღნიშნული ინსტრუმენტები მომხმარებლებს აძლევენ საშუალებას გამოიყენონ ელექტრონული ფული.
- 1.14. საბარათე ინსტრუმენტი - საგადახდო ინსტრუმენტი, წინასწარი გადახდის ბარათი, რომელშიც ჩაწერილია/ინტეგრირებულია შესაბამისი საგადახდო აპლიკაცია და რომლის საშუალებითაც გადამხდელს შეუძლია განახორციელოს საბარათე ოპერაციის ინიციირება მხოლოდ წინასწარ ჩარიცხული თანხის (ნომინალური ოდენობის ელექტრონული ფულის) ფარგლებში (საკრედიტო ლიმიტი არ დაიშვება);
- 1.15. ამონაწერი - ინფორმაცია ელექტრონულ საფულეში განხორციელებული ოპერაცი(ებ)ისა და ნაშთ(ებ)ის შესახებ;
- 1.16. გადახდის ოპერაცია − მომხმარებლის მიერ ინიცირებული ფულადი სახსრების განთავსების, ჩარიცხვის, გადარიცხვის ან გატანის ოპერაცია;
- 1.17. საგადახდო დავალება – მომხმარებლის მიერ პროვაიდერისთვის მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე;
- 1.18. ავტორიზაცია - მომხმარებლის თანხმობა გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე;
- 1.19. მუდმივი დავალება - პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ელ. საფულიდან მომხმარებლის დავალების საფუძველზე განხორციელებული რეგულარული გადარიცხვები/გადახდები მიმღების სასარგებლოდ;
- 1.20. პირდაპირი დებეტი − საგადახდო ინსტრუმენტი, რომელშიც გადახდის ოპერაცია ინიციირებულია მიმღების მიერ გადამხდელის საგადახდო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის (დადებეტების) მიზნით, გადამხდელის მიერ მიმღებისთვის, მიმღების პროვაიდერისთვის ან გადამხდელის პროვაიდერისთვის გაცემული წინასწარი თანხმობის საფუძველზე;
- 1.21. უნიკალური იდენტიფიკატორი − ასოების, ციფრების ან სიმბოლოების უნიკალური კომბინაცია, რომელიც პროვაიდერმა მომხმარებელს მიაწოდა. უნიკალური იდენტიფიკატორი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს გადახდის ოპერაციის შესრულებისთვის სხვა მომხმარებლის ან/და ამ უკანასკნელის საგადახდო ანგარიშის ცალსახად ამოსაცნობად/დასადგენად;
- 1.22. კომერციული კურსი - უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისთვის დადგენილი კურსი, რომელსაც ადგენს პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ გაცვლით კურსზე დაყრდნობით;
- 1.23. პერსონიფიცირებული მახასიათებლები - პერსონიფიცირებული მახასიათებლები, რომელსაც პროვაიდერი აწვდის მომხმარებელს მისი ამოცნობა/იდენტობის ან საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების ვალიდურობის დადგენის მიზნით;
- 1.24. სპეციალური კურსი (შემდგომში - სპეც. კურსი) - უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისთვის კონკრეტული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად დადგენილი კურსი, რომელსაც ადგენს პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ გაცვლით კურსზე და კომერციულ კურსზე დაყრდნობით;
- 1.25. კონვერტაცია - ერთი ვალუტის სანაცვლოდ სხვა ვალუტის შეძენა;
- 1.26. საკომისიო - პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის ნებისმიერი პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადი, მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება პროვაიდერის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად ან/და კონკრეტული პროდუქტისთვის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით;
- 1.27. განაცხადი - მომხმარებლის მიერ პროვაიდერისთვის მიმართვა პროვაიდერის მიერ დადგენილი ფორმით, რომლითაც მომხმარებელი გამოხატავს სურვილს/თანხმობას, რომ პროვაიდერმა დადგენილი წესების შესაბამისად, განახორციელოს ან/და შეაჩეროს/შეწყვიტოს/შეცვალოს პროდუქტი/მომსახურება. საგადახდო ინსტრუმენტის საშუალებით გამოხატულ თანხმობას/განცხადებას აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა;
- 1.28. სამუშაო დღე - დღე (შაბათის, კვირის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც პროვაიდერი ახორციელებს თავის საქმიანობას 10:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე;
- 1.29. საოპერაციო დღე - დღის მონაკვეთი საქართველოს დროით 00:00 საათიდან იმავე დღის 23:59:59 საათამდე;
- 1.30. პროვაიდერის პროდუქტები/მომსახურება - პროვაიდერის პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობა, რომელთა პირობები განისაზღვრება წინამდებარე ან/და მომხმარებელთან გაფორმებული/გასაფორმებელი სხვა ხელშეკრულებით, რომელიც წარმოდგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
- 1.31. წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ სხვა ნორმატიულ დოკუმენტებში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა.
ელექტრონული საფულის MyProfile გენერალური ხელშეკრულება
1. ტერმინთა განმარტებები
2. ხელშეკრულების საგანი
- 2.1. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირობები, რომლის მიზანია მხარეთა საქმიანი ურთიერთობის, პასუხისმგებლობისა და უფლება-მოვალეობების დარეგულირება მომხმარებლის მიერ ელ. საფულით სარგებლობის პროცესში.
- 2.2. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სისტემის ოპერატორი, როგორც ელ. ფულის პროვაიდერი, მომხმარებელს აძლევს ელ. ფულის ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის ფარგლებში.
- 2.3. მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს საბარათე ინსტუმენტი, რომლის საშუალებითაც გადამხდელი განახორციელებს საბარათე ოპერაციის ინიციირებას მის მიერ ელექტრონულ საფულეზე წინასწარ ჩარიცხული თანხის ფარგლებში.
3. საკომისიოები და ლიმიტები
- 3.1. ელექტრონული საფულის გახსნა და სარგებლობა უფასოა.
- 3.2. სხვადასხვა პროდუქტზე ელექტრონული საფულით გადახდა და კონვერტაცია ითვალისწინებს საკომისიოს. საკომისიოს ოდენობაზე ინფორმაცია განთავსებულია პროვაიდერის ინტერნეტ გვერდზე - www.mp.ge. ამასთანავე, პროვაიდერი ვალდებულია, საკომისიოს ოდენობა მომხმარებელს დამატებით აცნობოს საგადახდო დავალების ინიციირებისას.
- 3.3. პროვაიდერი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს საკომისიოები. ცვლილებები უნდა ასახოს ვებ გვერდზე -www.mp.ge.
- 3.4. გადამხდელი/მიმღები ვალდებულია, გადაიხადოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დადგენილი საკომისიო.
- 3.5. თუ მომხმარებლის მიზეზით გადახდის ოპერაცია არასწორად შესრულდა, პროვაიდერი უფლებამოსილია, მომხმარებელს დაუბრუნოს თანხა საკომისიოს გარეშე.
- 3.6. თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაზე თანხმობა გაიცემა საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით, პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს ხარჯვის ლიმიტი ამ ინსტრუმენტით განხორციელებულ ოპერაციებზე.
- 3.7. პროვაიდერი უფლებამოსილია, რისკების შემცირების მიზნით მომხმარებლის აქტიურ ოპერაციებზე (გადარიცხვები, კონვერტაციები) დააწესოს შეზღუდვები და დაადგინოს ასეთ ოპერაციებზე ზღვრული ლიმიტები (ერთჯერადი გადარიცხვის მაქსიმალური თანხა, გარკვეულ პერიოდში ჯამურად გადარიცხული თანხის მაქსიმალური ოდენობა, გადარიცხვების მაქსიმალური რაოდენობა და სხვა).
- 3.8. ელექტრონულ საფულეს აქვს ვალუტის გადაცვლის შესაძლებლობა, ვალუტის გადაცვლისას, ერთი ვალუტის შეძენა ხდება მეორე ვალუტით. ამგვარი ოპერაციის განსახორციელებლად საჭიროა საკმარისი თანხის არსებობა საფულეში.
- 3.9. ვალუტის გადაცვლა განხორციელდება პროვაიდერის მიერ დადგენილი კომერციული ან სპეც. კურსის შესაბამისად.
4. ელექტრონული საფულის გახსნა
- 4.1. იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურების გავლის შემდეგ, მომხმარებელს გაეხსნება ელექტრონული საფულე. მოხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციის სიზუსტესა და დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.
- 4.2. იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისას მომხმარებელი ვალდებულია, მიუთითოს აქტიური ელ. ფოსტა და მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც იდენტური უნდა იყოს რეგისტრაციის დროს მითითებულისა. აღნიშნულ რეკვიზიტები მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს ელექტრონული საფულეში ავტორიზაციისა და ავთენტიფიკაციისას.
- 4.3. ელექტრონული საფულეში რეგისტრაციის და ავტორიზაციის გავლა შესაძლებელია ელ. მისამართზე: https://www.mp.ge/ ან IOS და Android მობილურ აპლიკაციებში.
5. ელექტრონულ საფულეში გადახდის ოპერაციების წარმოების წესი და პირობები
- 5.1 ელექტრონულ საფულეში შესაძლებელია ფულადი სახსრების განთავსება და განაღდება. მომხმარებელს საკუთარ საფულეზე ფულადი სახსრების რამდენიმე გზით განთავსება შეუძლია: ნაღდი ფულის შეტანა პროვაიდერის ან მისი აგენტების სალაროებიდან, თვითმომსახურების ტერმინალიდან, ასევე ფულადი სახსრების გადარიცხვა საკუთარი ან სხვა პირის საბანკო ანგარიშიდან ან ელექტრონული საფულიდან. ელექტრონული საფულიდან ფულადი სახსრების განაღდება შესაძლებელია როგორც პროვაიდერის და მისი აგენტების სალაროებიდან, ისე წინასწარი საგადახდო ბარათების გამოყენებით ბანკომატებიდან (თუ მომხმარებელი სარგებლობს საბარათე ინსტრუმენტით). ელექტრონული საფულით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მომსახურებისა და საქონლის სასარგებლოდ გადახდების, გადარციხვების განხორციელება. მათ შორის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვაც.
- 5.2. პროვაიდერი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ ელექტრონულ საფულეზე ნაღდი ფულის შეტანისას თანხა დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახადოს.
- 5.3. თუ გადამხდელიც და მიმღებიც პროვაიდერის მომხმარებელია, მან უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების საგადახდო ანგარიშზე ასახვა ან/და მისთვის ამ თანხის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა საგადახდო დავალების მიღების დღესვე.
- 5.4 თუ მხოლოდ გადამხდელია პროვაიდერის მომხმარებელი, ხოლო მიმღები სხვა პროვაიდერის მომხმარებელია, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხოს საგადახდო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს.
- 5.5 თუ პროვაიდერი მხოლოდ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერია, იგი ვალდებულია, მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღესვე ჩარიცხული თანხა ასახოს მიმღების ელექტრონულ საფულეში ან მიმღებისათვის სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი.
- 5.6 თუ გადახდის ოპერაციის განხორციელებაში მონაწილეობს არარეზიდენტი საგადახდო სისტემა ან ფინანსური ინსტიტუტი, მაშინ პროვაიდერი ვალდებულია, არარეზიდენტ საგადახდო სისტემას გადასცეს საგადახდო დავალება შესასრულებლად დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს.
- 5.7 იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი ვერ ახერხებს მიმღების იდენტიფიკაციას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მაშინ მან უნდა დააბრუნოს მიღებული თანხა უკან არაუგვიანეს საგადახდო დავალების შესრულების ვადისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
- 5.8 მიმდინარე საოპერაციო დღის 18:00 საათამდე მომხმარებლის საფულეზე შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხ(ებ)ი პროვაიდერმა საგადახდო ანგარიშზე უნდა ასახოს მიმდინარე საოპერაციო დღის ბოლომდე, ხოლო 18:00 საათის შემდეგ შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხ(ებ)ი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საოპერაციო დღისა ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში.
- 5.9 მომხმარებლის მიერ მიმდინარე საოპერაციო დღის 18:00 საათამდე გაცემული საგადახდო დავალება საფულიდან თანხების გადარიცხვის თაობაზე, პროვაიდერმა უნდა შეასრულოს მიმდინარე საოპერაციო დღის ბოლომდე, ხოლო 18:00 საათის შემდეგ გაცემული საგადახდო დავალება, მისი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საოპერაციო დღისა ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში.
- 5.10 საგადახდო დავალების მიღების დროდ ითვლება მომენტი, როდესაც პროვაიდერი მიიღებს საგადახდო დავალებას, რომელიც ინიციირებულია გადამხდელის ან მიმღების მიერ. თუ საგადახდო დავალება პროვაიდერის მიერ მიღებულ იქნა არასამუშაო დღეს იგი მიღებულად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღეს.
- 5.11 საგადახდო დავალების შესრულება არის პროვაიდერის მიერ გადამხდელის საგადახდო ანგარიშის დადებეტება დავალებაში მითითებული თანხის ოდენობით და/ან დავალებაში მითითებული თანხის ჩარიცხვა მიმღების საგადახდო ანგარიშზე (თუ მიმღების ანგარიში ამავე პროვაიდერთან არის) ან მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე (თუ მიმღები სხვა პროვაიდერის მომხმარებელია). დაუშვებელია საგადახდო დავალების ნაწილობრივ შესრულება, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
- 5.12 გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის აუცილებელია მომხმარებლმა გამოხატოს თანხმობა, რაც გულისხმობს საგადახდო დავალებაზე ხელმოწერას ან თანხმობის გამოხატვას ელ. საფულის ინსტრუმენტზე ავტორიზაციით ან ბანკომატში ბარათის განთავსებით და უსაფრთხოების პინ-კოდის აკრეფით ან ბარათის პოს-ტერმინალში მოთავსებით/უკონტაქტო გადახდების განხორციელებით (გარდა მუდმივი დავალებისა). შესაბამის საგადახდო დავალებაზე თანხმობის გამოხატვისას, მომხმარებელი ადასტურებს საგადახდო დავალებაში მითითებული მონაცემების სიზუსტეს და პროვაიდერისთვის მიცემული დავალების მის ნებასთან სრულ შესაბამისობას, რისთვისაც შემდგომი პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
- 5.13 მომხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს პროვაიდერისთვის მიცემული საგადახდო დავალება დავალების შესრულებამდე, თუ გადარიცხვა ჯერ არ შესრულებულა. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ არსებულ დავალებაში ცვლილების განსახორციელებლად, აუცილებელია რეგისტრირებული დავალების გაუქმება და ახალი დავალების რეგისტრაცია.
- 5.14 საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით, პროვაიდერი ვალდებულია, მომხმარებელს გადასცეს სპეციალური დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, სადაც მითითებული იქნება გადახდის ოპერაციის კანონით გათვალისწინებული რეკვიზიტები.
- 5.15 თუ შეუძლებელია პროვაიდერის მიერ საგადახდო დავალების მიღება, უარყოფა ან/და შესრულება, პროვაიდერმა მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოახდინოს საგადახდო ინსტრუმენტის საშუალებით.
- 5.16 პროვაიდერი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს დავალების შესრულებაზე ან გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე თუ:
- 5.16.1.დავალება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და პროვაიდერის დადგენილ წესებსა და პროცედურებს;
- 5.16.2.დავალება შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას/მონაცემებს;
- 5.16.3.დავალების შესრულებისთვის ელექტრონულ საფულეში არსებული თანხა, საკომისიოს ჩათვლით, არ არის საკმარისი დავალების შესასრულებლად ან/და დავალებაში მითითებული თანხა აღემატება პროვაიდერის მიერ დადგენილ ლიმიტებს.
- 5.16.4.პროვაიდერს გაუჩნდება ეჭვი კანონსაწინააღმდეგო ოპერაციის შესრულების მცდელობის შესახებ;
- 5.16.5. ელექტრონულ საფულეზე არსებული თანხები ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვას;
- 5.16.6. მომხმარებელს პროვაიდერის მიმართ გააჩნია რაიმე სახის ფულადი ვალდებულება;
- 5.16.7. თუ არსებობს სხვა ისეთი ხარვეზი/გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის დავალების შესრულებას.
- 5.16.8. თუ პროვაიდერი უარს ამბობს საგადახდო დავალების შესრულებაზე ან გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე, იგი ვალდებულია, მომხმარებელს აცნობოს ამის შესახებ საგადახდო ინსტრუმენტის საშუალებით ან სხვაგვარად გახადოს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საგადახდო დავალების შესრულების ვადისა და მიუთითოს უარის თქმის საფუძველი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა) და მიაწოდოს იგივე არხით ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი იმ ფაქტობრივი ხარვეზების გამოსწორების პროცედურა, რომელმაც განაპირობა უარის თქმა, თუ ასეთი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია.
- 5.17 თუ შეთანხმებული დღისთვის მოხმარებელს არ აქვს გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად საკმარისი თანხა, პროვაიდერს უფლება აქვს უარი განაცხადოს დავალების შესრულებაზე, თუკი მხარეებს შორის სხვა რამ არ არის შეთანხმებული.
- 5.18 უარყოფილი საგადახდო დავალება არ ჩაითვლება მიღებულად, მათ შორის წინამდებარე ხელშეკრულების 5.10 პუნქტის და მე-7 მუხლის მიზნებისათვისაც.
- 5.19 პროვაიდერს უფლება არ აქვს მომხმარებელს უარი განუცხადოს ავტორიზებული საგადახდო დავალების შესრულებაზე, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
- 5.20 პირდაპირი დებეტის შემთხვევაში, გადამხდელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს სადებეტო ოპერაციისთვის შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღის ბოლომდე. აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა არ ართმევს გადამხდელს გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
- 5.21 წინამდებარე ხელშეკრულების 5.27.12 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხმარებელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღეს. საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში გადამხდელის მიერ შესაძლებელია მისი გამოთხოვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.
- 5.22 პროვაიდერი უფლებამოსილია, დაბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი ამავე ინსტრუმენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული საფუძვლით, საგადახდო ინსტრუმენტის თაღლითური ან/და არაუფლებამოსილი ან/და არაავტორიზირებული გამოყენების შესახებ ეჭვის არსებობისას. პროვაიდერი ვალდებულია, მოახდინოს მომხმარებლის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ მის ტელეფონის ნომერზე ან საგადახდო ინსტრუმენტის საშუალებით, ინსტრუმენტის დაბლოკვის მიზეზის მითითებით, არაუგვიანეს დაბლოკვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაბლოკვის საფუძვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
- 5.23 დაბლოკვის მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ, პროვაიდერი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი ან ჩაანაცვლოს ის ახალი საგადახდო ინსტრუმენტით (წინასწარი საგადახდო ბარათის შემთხვევაში).
- 5.24 საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მისი პაროლის, ნებისმიერი კოდის გამჟღავნების ან დაკარგვის (მათ შორის, ნებისმიერი მესამე პირის ხელში აღმოჩენის შემთხვევაში), უკანონო მითვისების ან არაუფლებამოსილი გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, მისი აღმოჩენიდან დაუყოვნებლივ შეატყობინოს პროვაიდერს ამის შესახებ, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული კომუნიკაციის საშუალებ(ებ)ით, რის საფუძველზეც პროვაიდერი მოახდენს საგადახდო ინსტრუმენტით მომსახურების შეჩერებას; მისი გამოყენების აღდგენა შესაძლებელი იქნება მომხმარებლის განაცხადის და პროვაიდერის მიერ დადგენილი წესების გავლის შემდეგ.
- 5.25 პროვაიდერი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლისგან დაბლოკვის/განბლოკვის მოთხოვნის და წინამდებარე ხელშეკრულების 5.24 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების 24 საათიან რეჟიმში მიღება. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია, მიაწოდოს მას შეტყობინების მიღების დასტური, თუ შეტყობინების მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი.
- 5.26 პროვაიდერი ვალდებულია, მომხმარებლის 5.24 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საგადახდო ინსტრუმენტის შემდგომი გამოყენების აღკვეთა/ბლოკირება, რათა არ მოხდეს მისი შემდგომი გამოყენება საგადახდო მიზნებისთვის.
- 5.27. მომხმარებელი უფლებამოსილია გასცეს მუდმივი საგადახდო დავალება, მიმღების სასარგებლოდ რეგულარული გადახდების შესრულების მიზნით. მუდმივი დავალების შესრულების წესი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- 5.27.1 მუდმივი დავალებით სარგებლობის მოთხოვნისას, მომხმარებელი პროვაიდერს აძლევს დავალებას (მატერიალური ან ელექტრონული სახით), კომუნალური ან სხვა მომსახურების საფასურის გადასახდელად მის მიერ განსაზღვრულ თარიღ(ებ)ში, საკუთარი ელექტრონული საფულიდან შემდგომი თანხმობის გარეშე ჩამოჭრას შესაბამისი თანხა და გადარიცხოს მიმღების ანგარიშ(ებ)ზე.
- 5.27.2 მომხმარებელს უფლება აქვს აირჩიოს დავალების შესრულების კონკრეტული ან ცვალებადი თარიღი, დავალების თანხა კი შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული, ისე ცვალებადი.
- 5.27.3 მხარეები თანხმდებიან, რომ მუდმივი დავალების შესასრულებლად პროვაიდერის მიერ შექმნილ ელექტრონულ საგადახდო საბუთ(ებ)ს აქვთ ქაღალდზე დაბეჭდილი და ელექტრონული საფულის განკარგვის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებული საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
- 5.27.4 პროვაიდერი მუდმივი დავალების შესრულებას ახდენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ საფულეზე არის საკმარისი თანხა. პროვაიდერის მიერ თანხის ნაწილობრივ გადარიცხვა არ მოხდება.
- 5.27.5 მუდმივი დავალების პრიორიტეტულობის განსაზღვრა ხდება დავალების პირველადი რეგისტრაციის თარიღის/დროის მიხედვით.
- 5.27.6 მომხმარებელი ვალდებულია, მუდმივი დავალებით სარგებლობისას ელექტრონულ საფულეზე ყოველთვის იქონიოს გადარიცხვებისთვის/გადახდისთვის საკმარისი ნაშთი გადასახდელი თანხის შესაბამის ვალუტაში, მომსახურების საკომისიოს გათვალისწინებით. შესაბამის ვალუტაში თანხის არ ქონის შემთხვევაში, პროვაიდერი უფლებამოსილია დააკონვერტიროს გადარიცხვისთვის საჭირო თანხა ნებისმიერი ვალუტიდან და ისე შეასრულოს მოთხოვნილი ოპერაცია.
- 5.27.7 მომხმარებელი აცნობიერებს, რომ არსებულ დავალებაში ცვლილების განსახორციელებლად, აუცილებელია რეგისტრირებული დავალების გაუქმება და ახალი დავალების რეგისტრაცია.
- 5.27.8 მომხმარებელს უფლება აქვს პროვაიდერისათვის მიცემული დავალება გააუქმოს არაუგვიანეს დავალების შესრულების წინა სამუშაო დღეს.
- 5.27.9 მომხმარებელი უფლებამოსილია, მიიღოს ინფორმაცია მისი ელექტრონული საფულიდან მუდმივი დავალების შესრულების შესახებ.
- 5.27.10 პროვაიდერი მუდმივ დავალებასთან დაკავშირებული სტატუსის (შესრულების, შესრულების შეუძლებლობის და ა.შ.) შესახებ ინფორმაციას მომხმარებელს უგზავნის ტელეფონის ნომერზე ან/და საგადახდო ინსტრუმენტზე. პროვაიდერი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული შეტყობინების მიუღებლობის და ამით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე.
- 5.27.11 პროვაიდერი უფლებამოსილია არ განახორციელოს მუდმივი დავალების შესრულება (ანგარიშსწორება) წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
- 5.27.12 იმ შემთხვევაში, თუ მუდმივი დავალების გადახდის თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, პროვაიდერი უფლებამოსილია საგადახდო დავალება შეასრულოს მომდევნო სამუშაო დღეს.
- 5.27.13 პროვაიდერი არ არის პასუხისმგებელი შეუსრულებელი ან/და შეცდომით შესრულებული მუდმივი დავალებით გამოწვეულ ზიანზე, იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული გამოწვეულ იქნება მომხმარებლის ელექტრონულ საფულეზე საკმარისი თანხის არარსებობის მიზეზით ან/და მომხმარებელმა პროვაიდერს წარუდგინა მცდარი ინფორმაცია ან/და ზიანი გამოწვეულ იქნა მესამე პირის რაიმე მიზეზით.
6. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
- 6.1. მომხმარებელი ვალდებულია:
- 6.1.1. გამოიყენოს საგადახდო ინსტრუმენტი ამ საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენებისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად;
- 6.1.2. საგადახდო ინსტრუმენტის მიღებისთანავე უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების, საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობისთვის პროვაიდერის მიერ გადაცემული საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის, დოკუმენტის, პაროლის (Password) და მომხმარებლის სახელის (Username) უსაფრთხოდ შენახვა/დაცვა; არ გაანდოს პაროლი და/ან მომხმარებლის სახელი მესამე პირს, არ შეინახოს ეს მონაცემები კომპიუტერში ან სხვა ნებისმიერ ტექნიკურ მოწყობილობაში, რომლითაც მომხმარებელი უკავშირდება მობილური აპლიკაციის გვერდს და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა მესამე პირის მიერ მისი ხელყოფის აღსაკვეთად;
- 6.1.3 მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ პროვაიდერთან კომუნიკაცია შესაძლებელია შემდეგი საშუალებების გამოყენებით: ელექტრონული საფულის ინსტრუმენტზე შეტყობინების გამოგზავნით, წერილობითი განაცხადის წარმოდგენით სერვის ცენტრში; პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში - წერილობითი საჩივრის წარმოდგენით ელექტრონული საფულის ინსტრუმენტზე ან სერვის ცენტრში;
- 6.1.4. პროვაიდერს გადაუხადოს მომსახურების საკომისიო ან/და სხვა ნებისმიერი გადასახადი, რაც აუცილებელია მომსახურების და სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობის მისაღებად;
- 6.1.5. წერილობით აცნობოს პროვაიდერს, მის მიერ პროვაიდერისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და მიწოდებული ინფორმაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მომხმარებლის დამფუძნებლების, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის, მომხმარებლის ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების შესახებ, ასევე, საკონტაქტო მონაცემების (იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) შეცვლის შესახებ 5 (კალენდარული) დღის ვადაში;
- 6.1.6. დაუყოვნებლივ აცნობოს პროვაიდერს მის მიერ რეზიდენტობის შეცვლის, რეგისტრაციის სხვა ქვეყანაში გადატანის, საქართველოს საგადასახადო რეგულაციებიდან გასვლის, სხვა ქვეყანაში ან ოფშორულ ზონაში რეგისტრაციის შესახებ, ან სხვა ნებისმიერი ისეთი გარემოების წარმოშობის შესახებ, რომელიც არსებითად ცვლის მის სამართლებრივ/გადასახადის გადამხდელის სტატუსს საქართველოს ტერიტორიაზე. რომელიმე მოცემული გარემოების დადგომის შემთხვევაში, პროვაიდერი უფლებამოსილი იქნება, ვადაზე ადრე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება/შეთანხება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით;
- 6.1.7. წერილობითი ფორმით აცნობოს პროვაიდერს ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებული ლიცენზიების, ნებართვების ჩამორთმევის/შეჩერების/გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყების/დასრულების და სხვა მსგავსი გარემოებების დადგომის შესახებ, ამგვარი გარემოებების დადგომიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში;
- 6.1.8. დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს პროვაიდერს ელექტრონული საფულის განკარგვაზე, ელექტრონულ საფულეში ოპერაციების წარმოებაზე, ელექტრონული საფულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ან/და მათი უფლებამოსილების შეცვლის შესახებ და წარუდგინოს პროვაიდერს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტები. აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება ერთმნიშვნელოვნად ვრცელდება პროვაიდერისათვის წარდგენილ ყველა იმ დოკუმენტზეც, რომლითაც მომხმარებელს გაცემული აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. აღნიშნული დოკუმენტების პროვაიდერის სერვის ცენტრში წარდგენამდე, პროვაიდერის მიერ ელექტრონულ საფულში ოპერაციები სრულდება ადრე წარდგენილი საბუთებისა და ხელმოწერის ნიმუშის საფუძველზე;
- 6.1.9. ელექტრონული საფულის გახსნისას წარუდგინოს პროვაიდერს მომხმარებლის საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსის შესახებ ინფორმაცია. ასევე, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს აღნიშნული სტატუსის ცვლილების შესახებ;
- 6.1.10. ელექტრონულ საფულეში ოპერაციების წარმოებისას, მიაწოდოს პროვაიდერს სრული, ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია ოპერაციის/გადახდის დანიშნულების შესახებ და წარუდგინოს პროვაიდერს, მის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დოკუმენტი ოპერაციის შესასრულებლად, რომელიც სჭირდება პროვაიდერს მომხმარებლის/მიმღების სრულყოფილი იდენტიფიცირებისთვის, ოპერაციის შინაარსის, დანიშნულების, გადარიცხვის სახეობის და განსახორციელებელი ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
- 6.1.11. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ელექტრონულ საფულეზე ჩაირიცხა თანხა ან თანხები, რომლებიც მას არ ეკუთვნოდა, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყონებლივ, არაუგვიანეს ინფორმაციის მიღებიდან 1 (ერთი) საოპერაციო დღის ვადაში, აცნობოს ამის შესახებ პროვაიდერს და აღნიშნული თანხა დაუბრუნოს თანხის გადმომრიცხველს, საკომისიოს გამოკლებით. თუ მომხმარებელმა გამოიყენა არასწორად ჩარიცხული თანხა, იგი ვალდებულია, აანაზღაუროს ის და დაუბრუნოს თანხის გამომგზავნს საკომისიოს გარეშე;
- 6.1.12. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა თანხა შეცდომით გადაურიცხა მესამე პირს, ან გადაიხადა გადასახადი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და მიმართა პროვაიდერს თანხის დასაბრუნებლად, პროვაიდერი მიიღებს ყველა შესაძლო ზომას (რომელიც გათვალისწინებულია პროვაიდერის წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით), რათა თანხა დაუბრუნდეს გადამხდელს;
- 6.1.13. სრულად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები და პროვაიდერის მიერ დადგენილი პროდუქტებით სარგებლობის წესები/პროცედურები;
- 6.1.14. პერიოდულად გაეცნოს პროვაიდერის ვებ-გვერდზე - www.mm.ge და Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, მათ შორის, განცხადებებს, ცვლილებებს/დამატებებს, წაიკითხოს ელექტრონული საფულის ინსტრუმენტზე მისული საინფორმაციო წერილები;
- 6.1.15 დარწმუნდეს, რომ ნამდვილად თავისი მონაცემები შეჰყავს;
- 6.1.16 იქონიოს კომუნიკაციისთვის აუცილებელი მოწყობილობები და ქსელი (მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი) გამართულ/ჩართულ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროვაიდერი არ აგებს პასუხს ამით გამოწვეულ შედეგებზე/ზიანზე;
- 6.1.17 არ ენდოს წინამდებარე ხელშეკრულებაში/შეთანხმებაში/დანართში ან/და პროვაიდერთან მის მიერ დაფიქსირებულ ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში/ მისამართზე მიღებულ შეტყობინებებს, რომელთა ავტორებიც პროვაიდერის სახელით ითხოვენ პირადი ან/და სხვა მონაცემების მიწოდება/განახლებას, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროდუქტთან/მომსახურებასთან ან ნებისმიერ სხვა შეტყობინებას. მოახდინოს პროვაიდერთან აღნიშნული შეტყობინებების გადამოწმება, წინააღმდეგ შემთხვევაში პროვაიდერი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან აღნიშნულით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე;
- 6.1.18 მომხმარებელი აცნობიერებს, რომ პროვაიდერის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების ღონისძიებების მომხმარებლის მხრიდან დაუცველობის/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, პროვაიდერი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან აღნიშნულით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
- 6.2. მომხმარებელი უფლებამოსილია:
- 6.2.1. მიიღოს ამონაწერი ელექტრონულ საფულეში არსებული ნაშთისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ;
- 6.2.2. მისცეს პროვაიდერს იმ სახის დავალებები ელექტრონულ საფულეში ოპერაციების საწარმოებლად, რომელიც შეთავაზებულია პროვაიდერის მიერ და არ არის კანონმდებლობით აკრძალული;
- 6.2.3. ისარგებლოს პროვაიდერის მიერ შეთავაზებული მომსახურებით/პროდუქტით;
- 6.2.4. ნებისმიერ დროს, შესაბამისი განაცხადით/შეთანხმებით მოსთხოვოს პროვაიდერს ცალკეული პროდუქტის/მომსახურების შეწყვეტა, მათ შორის, ელექტრონული საფულის დახურვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს კონკრეტული პროდუქტიდან/მომსახურებიდან გამომდინარე არ გააჩნია რაიმე სახის შეუსრულებელი ვალდებულება (ფინანსური თუ ნებისმიერი სხვა სახის) პროვაიდერის წინაშე;
- 6.2.5. მომხმარებელი უფლებამოსილია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება, თუ არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის თანხით საგადახდო ანგარიშის დადებეტებიდან (ოპერაციის შესრულების თარიღიდან) არ გასულა 13 თვეზე მეტი და მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის აღმოჩენისთანავე შეატყობინა პროვაიდერს ამგვარი ოპერაციის შესახებ, რაც წარმოშობს გადამხდელის მოთხოვნის უფლებას. მომხმარებლის მოთხოვნის უფლება არ იზღუდება ამავე პუნქტით მითითებული ვადით, თუ პროვაიდერმა არ მიაწოდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული გადახდის ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ან/და შეთანხმებული ფორმით არ უზრუნველყო ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
- 6.2.6. თუ მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ 6.2.5 პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადა, ამ ვადის გასვლის შემდეგ პროვაიდერი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს მომხმარებელს არაავტორიზებული ან არასწორად გადარიცხული თანხის დაბრუნებაში;
- 6.2.7. პროვაიდერი ვალდებულია, მომხმარებელს აუნაზღაუროს არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხა.
- 6.3 პროვაიდერი უფლებამოსილია:
- 6.3.1. მომხმარებლის დავალებით შეასრულოს ელექტრონული საფულის ინსტრუმენტით სისტემის მომსახურების ფარგლებში ოპერატორისა და მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული ოპერაციები;
- 6.3.2. ელექტრონული საფულის გახსნისთვის მომხმარებელს მოსთხოვოს აღნიშნული პროდუქტით სარგებლობისთვის საჭირო ან/და დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა.
- 6.3.3. მომხმარებლის ვერიფიკაციის მიზნით, მოიპოვოს მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და დოკუმენტები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან ახ სხვა სანდო დამოუკიდებელი წყაროებიდან;
- 6.3.4. საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს მომხმარებელს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი (მაგალითად, ინფორმაცია მომხმარებლის დამფუძნებლების, ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ და სხვა), მათ შორის, მომხმარებლის განხორციელებული ან/და განსახორციელებელი ოპერაცი(ებ)ის შესახებ;
- 6.3.5. შეინახოს მომხმარებლის მიმოწერა (როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული, სატელეფონო ჩანაწერები და სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებებით მიღებული ინფორმაცია) პროვაიდერთან. ამასთან, მომხმარებელი ადასტურებს, რომ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული მონაცემები (ინფორმაცია) შესაძლოა პროვაიდერის მიერ გამოყენებულ იქნეს მტკიცებულების სახით, იგი წარმოადგენს პროვაიდერის საკუთრებას და აქვს იურიდიული ძალა;
- 6.3.6. ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, მათ შორის მომსახურების საკომისიო. აღნიშნული შესახებ მომხმარებელს აცნობოს 30 კალენდარული დღით ადრე. ცვლილება ჩაითვლება მომხმარებელთან შეთანხმებულად, თუ მომხმარებელი ცვლილებების ძალაში შესვლამდე არ შეატყობინებს პროვაიდერს, რომ არ ეთანხმება მას.
- 6.4. პროვაიდერი ვალდებულია:
- 6.4.1. ელექტრონული საფულის ინსტრუმენტის მეშვეობით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მისი საგადახდო ანგარიშების შესახებ;
- 6.4.2. დროულად და მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ზუსტი დაცვით აწარმოოს ოპერაციები და მათი წარმოებისას დაიცვას მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნები;
- 6.4.3. პროვაიდერი ვალდებულია განახორციელოს მომხმარებლის იდენტიფიცირება და ვერიფიცირება, ელექტრონული საფულიდან განხოციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
- 6.4.4. მიიღოს ყველა ზომა ელექტრონული საფულის ინსტრუმენტის დაცულობისა და არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;
- 6.4.5. არ გახადოს ელექტრონული საფულის ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისთვის, გარდა ინსტრუმენტის მფლობელისა;
- 6.4.6. საკუთარ თავზე აიღოს ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის ან/და მისი პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლებისა და საშუალებების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი;
- 6.4.7. მომხმარებელს გააცნოს და მოსთხოვოს ელექტრონული საფულის ინსტრუმენტის უსაფრთხოების წესების სრულყოფილად დაცვა;
- 6.4.8. მომხმარებლის მიერ ელექტრონული საფულის ინსტრუმენტით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია დაუყოვნებლივ ასახოს ელექტრონული საფულის ამონაწერში, კონკრეტული საკომისიოს მითითებით.
- 6.4.9. მომხმარებლს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს ამონაწერი ელექტრონული საფულიდან ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მისი საგადახდო ანგარიშის და ამ ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ; ამონაწერი უნდა შეიცავდეს: ელექტრონული საფულის ნომერს, ვალუტას, ამონაწერის პერიოდის დასაწყისში არსებულ ნაშთს, შესრულებული ოპერაციების თანხას, ოპერაციების შესრულების თარიღს, დროს და ადგილს, ამონაწერის პერიოდის ბოლოს არსებულ ნაშთს, თითო განხორციელებული ოპერაციის გადახდილი საკომისიოს ოდენობას, თუ გადახდის ოპერაციის შესრულება დაკავშირებულია ვალუტის კონვერტაციასთან, მაშინ გადახდის ოპერაციის შესასრულებლად გამოყენებული ვალუტის გაცვლითი კურსსა და კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხას და ვალუტას, საგადახდო დავალების მიღების თარიღს;
- 6.4.10. მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მომსახურებისთვის დადგენილი საკომისიოსა და არსებული ლიმიტების შესახებ;
- 6.4.11 მომხმარებლის მიერ ელექტრონული საფულის ინსტრუმენტის საშუალებით პროვაიდერთან გაგზავნილ შეტყობინებაზე მოახდენოს რეაგირება 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ პროვაიდერისთვის აღნიშნული ვადა საკმარისი არ იქნება, იგი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს პასუხის გაცემის თარიღი.
- 6.4.12. დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
- 6.4.13. პროვაიდერის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის ვებ-გვერდის მისამართია - www.nbg.gov.ge. საქართველოს ეროვნული ბანკი არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.
7. მხარეთა პასუხისმგებლობა
- 7.1. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- 7.2. მომხმარებელს ეკრძალება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენება კანონთან შეუსაბამო მიზნით;
- 7.3. წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით, საგადახდო ოპერაციებიდან გამომდინარე მხარეთა ასანაზღაურებელ თანხებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება არ ზღუდავს პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის დადებული სხვა ხელშეკრულებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
- 7.4. პროვაიდერი არ არის პასუხისმგებელი:
- 7.4.1 შედეგებზე (მათ შორის, მომხმარებლის მიერ ნებისმიერი პირის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარ შედეგებზე), თუ ეს გამოწვეულია:
- 7.4.1.1. მომხმარებლის დავალებით ოპერაციის განხორციელებით;
- 7.4.1.2. მომხმარებლის მიერ პროვაიდერისთვის მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის, საგადახდო დავალებაში ან პროვაიდერთან წარდგენილ სხვა ნებისმიერ საბუთში მითითებული ინფორმაციის) უზუსტობით ან/და უსწორობით;
- 7.4.1.3. მომხმარებლისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების მომხმარებლის მიერ გამოუყენებლობით;
- 7.4.1.4. მომხმარებლის ან სხვა ნებისმიერი პირის კუთვნილი კომპიუტერის, ტელეფონის აპარატის ან/და სხვა მოწყობილობების და საგადახდო ინსტრუმენტების (მათი ნაწილებისა და აქსესუარების), პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობით, ინტერნეტ-პროვაიდერის, ტელეკომუნიკაციების ოპერატორის ან/და ნებისმიერი სხვა პირის მიზეზით;
- 7.4.1.5. ნებისმიერი შეზღუდვით, რომელიც დაწესებულია იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელზეც მოქმედებს თანხის მიმღების (ადრესატის) მომსახურე ან/და შუამავალი ბანკი/პროვადერი, რაც აფერხებს ან/და მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკავს/უარს ამობობს თანხის მიღებაზე;
- 7.4.1.6.გადარიცხვის ოპერაციის ან/და გადასარიცხი თანხის ან მისი ნაწილის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და სხვა მიზნით ბლოკირებით, დაკავებით/ჩამოჭრით;
- 7.4.1.7.საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ საგადახდო დავალებაში მითითებული არასწორი ინფორმაციით;
- 7.4.2 მომხმარებლის მიერ მითითებული უნიკალური იდენტიფიკატორის არასწორად წარმოდგენის შემდეგ გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის ან მისი არასწორად შესრულებისათვის.
- 7.4.3 თუ გადამხდელი მიაწვდის პროვაიდერს უნიკალურ იდენტიფიკატორთან ერთად სხვა დამატებით ინფორმაციას, პროვაიდერი პასუხისმგებელია მხოლოდ იმ უნიკალური იდენტიფიკატორის საფუძველზე გადახდის ოპერაციის შესრულებისთვის, რომელიც მიაწოდა გადამხდელმა.
- 7.5. მომხმარებლის პასუხისმგებლობა:
- 7.5.1. პროვაიდერის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომებზე მომხმარებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში დამდგარი შედეგისათვის, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
- 7.5.2. მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი დანაშაულებრივი ქმედებით, ასევე მის მიერ ამ ხელშეკრულების 6.1.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობით. ამ შემთხვევაში არ მოქმედებს 7.5.3 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა.
- 7.5.3 მომხმარებელი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არაუმეტეს 100 ლარისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესრულებულია შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი:
- 7.5.3.1. საგადახდო ინსტრუმენტის მოპარვის, დაკარგვის, უკანონო მითვისების აღმოჩენა მომხმარებლის მიერ შეუძლებელი იყო ოპერაციის განხორციელებამდე;
- 7.5.3.2. დაკარგვა გამოწვეული იყო საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მისი აგენტის ან/და აუთსორსინგული კომპანიის მოქმედებით ან უმოქმედობით.
- 7.5.4 მომხმარებელი არ არის პასუხისმგებელი მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული ან უკანონოდ გამოყენებული საგადახდო ინსტრუმენტის, ასევე მის მიერ ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომების ან პერსონიფიცირებული უსაფრთხოების საშუალებების დაუცველობით გამოწვეული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის შემდეგი შემთხვევების გათვალისწინებით:
- 7.5.4.1. თუ ოპერაცია განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პროვაიდერის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის მომხმარებლის დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით;
- 7.5.4.2. თუ პროვაიდერმა არ უზრუნველყო შეტყობინების მიღება და ეს ზიანი გამოწვეული არ არის მომხმარებლის დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით.
8. მხარეთა განცხადებები და გარანტიები
- 8.1. მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
- 8.1.1. ამ ხელშეკრულების დადებისას, იგი არ იმყოფება შეცდომის, მოტყუების, მის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ან მუქარის გავლენის ქვეშ;
- 8.1.2. არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს არც ერთ სასამართლო პროცესში (მოსარჩელის, მოპასუხის ან მესამე პირის სახით), რითაც საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ვალდებულებების შესრულებას;
- 8.1.3. სრულად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. ასევე, ინფორმირებულია შესაბამისი პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობის პირობების და ყველა შესაძლო ფინანსური ხარჯის შესახებ და თანახმაა, გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება და მის ფარგლებში/საფუძველზე გასაფორმებელი ნებისმიერი სახის ხელშეკრულება/შეთანხმება;
- 8.1.4. უარს არ იტყვის ამ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე, ასევე არ გადასცემს თავის ვალდებულებებს მესამე პირს;
- 8.2. მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ საგადახდო ინსტრუმენტით პროვაიდერისათვის გაგზავნილ ნებისმიერ შეტყობინებას/დავალებას (იქნება ეს საგადახდო დავალება თუ სხვა), ნებისმიერ განაცხადს/მოთხოვნას საფულის გახსნის/დახურვის ან/და რეგისტრირებული მომსახურების/პროდუქტების გაუქმების ან/და მათში ცვლილებების შეტანის, პროვაიდერის მიერ შეთავაზებული პროდუქტის მიღების (დადასტურების), მომხმარებლის მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ და სხვა ნებისმიერ განაცხადს/მოთხოვნას) აქვს ელექტრონული საფულის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული (წერილობითი ფორმით შესრულებული და ხელმოწერილი) ქაღალდზე დაბეჭდილი საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
- 8.3. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მისი ინფორმაციისა და ოპერაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, ელექტრონული საფულის ინსტრუმენტის საშუალებით პროვაიდერის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი პროდუქტის მისაღებად/დასადასტურებლად, პროვაიდერი უფლებამოსილია, შექმნას დამატებითი მექანიზმები/მოთხოვნები მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის/ვერიფიცირებისთვის.
- 8.4 წინამდებარე დოკუმენტზე ხელის მოწერით, მომხმარებელი პროვაიდერს აძლევს უფლებას მისი პერსონალური მონაცემები მოიძიოს, გადაამოწმოს, დაამუშაოს და შეინახოს, მომსახურების სრულყოფილად გაწევის მიზნით, რაც ასევე გულისხმობს მისი ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოძიებას აზარტული თამაშობების განმახორციელებელ პირებთან, ანგარიშების/ბალანსებისა და სასესხო ვალდებულებების მოძიებას ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში. ბალანსისა და ანგარიშების მოძიებას მობილურ ოპერატორებსა და კომუნალური გადასახადების მიმღებ პირებთან, ჯარიმებისა და გადასახადების მოძიებას შემოსავლების სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საპენსიო სააგენტოსა და სხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებში. პროვაიდერის მიერ განმარტებულ იქნა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მოძიების ერთადერთი მიზანი მომხმარებლისთვის კომფორტული, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების პლატფორმის შეთავაზებაა ერთ სივრცეში. მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ მასზე მოპოვებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია მკაცრადაა დაცული პროვაიდერის მიერ და იგი იძლევა აბსოლუტური კონფიდენციალურობის გარანტიას კანონის მოქმედების ფარგლებში.
9. კონფიდენციალური ინფორმაცია, საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები
- 9.1. მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გადაცემული ნებისმიერი სახის (წერილობითი/ზეპირი/ელექტრონული ფორმის) ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მათი გამჟღავნება ან/და მესამე პირებისათვის გადაცემა დაუშვებელია მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
- 9.2. კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის გასაჯაროება სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ ჩაითვლება კონფიდენციალურად.
- 9.3. კონფიდენციალურობის მოთხოვნა დროში შეზღუდული არ არის.
- 9.4. მხარეთა მიერ კონფიდენციალურობის დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ექვემდებარება სრული ოდენობით ანაზღაურებას.
- 9.5. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას, გაავრცელოს ან პირადი მიზნისთვის გამოიყენოს მომხმარებლის ელექტრონული ფულის, აგრეთვე განხორციელებული ოპერაციების (მათ შორის, ოპერაციის განხორციელების მცდელობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებსა და პირებს.
- 9.6. ამ მუხლის 9.5 პუნქტი არ ზღუდავს პროვაიდერს, გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის საგადახდო სისტემას, ოპერატორსა და შესაბამის პროვაიდერს.
- 9.7. პროვაიდერი ვალდებულია, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით უზრუნველყოს სათანადო უსაფრთხოების ზომების შემუშავება და გატარება.
10. ფორს-მაჟორული გარემოება
- 10.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია მხარისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
- 10.2. ფორს-მაჟორის ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ ხელშეკრულების გაფორმების დროს, რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ, მათ შორის, სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლებისა და სასამართლო ორგანოების მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საკანონმდებლო აქტების მიღებასთან (უკვე არსებული საკანონმდებლო აქტების ცვლილებასთან) რომელთა დადგომის გამო მხარე ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
- 10.3. მხარე, რომელიც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო ვერ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებს, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ მაქსიმუმ 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან მიმართებაში. აღნიშნული წესი არ მოქმედებს, თუ ფორს-მაჟორული გარემოება წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს.
11. გასაჩივრების წესი, დავები
- 11.1. მომხმარებელს უფლება აქვს გაასაჩივროს ელექტრონული საფულის საგადახდო ოპერაციები და სხვა უზუსტობები (სასურველია საჩივრის წარდგენა მოხდეს ასეთი შემთხვევის წარმოშობიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში). საჩივრის მიღება შესაძლებელია წერილობით და ზეპირი ფორმით. მომხმარებლის მიერ ზეპირი ფორმით საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია შესთავაზოს წერილობითი ფორმით მისი წარდგენის ან მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს აუდიოჩაწერა. წერილობითი ფორმით საჩივრის მიღების რამდენიმე გზა არსებობს: საჩივრის წარდგენა პროვაიდერისა და მისი აგენტების სალაროებში, პროვაიდერის ელ. ფოსტაზე - claim@mm.ge გამოგზავნით ან ელექტრონული საფულის ინსტრუმენტზე განთავსებული საჩივრის ფორმის შევსებით. ამასთან, მომხმარებლის მიერ რაიმე ოპერაციის გასაჩივრება არ ნიშნავს პროვაიდერის უპირობო ვალდებულებას აუნაზღაუროს მომხმარებელს აღნიშნული ოპერაციების ჩატარების შედეგად მიყენებული ზარალი. მომხმარებლის მიერ ოპერაციების გასაჩივრების თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
- 11.2. მომხმარებლის მიერ პროვაიდერისთვის წარდგენილი საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- 11.2.1. მომხმარებლის სახელი, გვარი ან ელექტრონული საფულის ნომერი;
- 11.2.2. ოპერაციის შესრულების თანხა, თარიღი და დრო;
- 11.2.3. ოპერაციის საგადახდო დავალებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- 11.2.4. სად განხორციელდა ოპერაცია;
- 11.2.5. სადავო საკითხის ზუსტი აწერა;
- 11.3. პროვაიდერი ვალდებულია, მომხმარებლის საჩივარი განიხილოს საჩივრის წარდგენიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
- 11.4. თუ პროვაიდერის მიერ ობიექტური მიზეზების გამო 11.3. პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება საჩივრის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება, პროვაიდერი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს დაგვიანების დასაბუთებული მიზეზისა და გადაწყვეტილების მიღების ვადის მითითებით.
- 11.5. საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისა და მომხარებლისთვის გაცნობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საჩივრის მიღებიდან 35 (ოცდათხუთმეტი) სამუშაო დღეს.
- 11.6. პროვაიდერი ვალდებულია, სადავო საკითხის განხილვის პროცესში დაუკავშირდეს საგადახდო მომსახურების ოპერაციაში ჩართულ სხვა მხარეს, განხორციელებული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროვაიდერისათვის სადავო ოპერაციის ყველა დეტალი და გარემოება ცნობილია.
- 11.7. მომხმარებელი ვალდებულია, პროვაიდერის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, გადაიხადოს სადავო საკითხის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწესებული დამატებითი მომსახურების საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- 11.8. პროვაიდერი ვალდებულია, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აცნობოს დაუყოვნებლივ მომხმარებლის მიერ საჩივრის შევსების დროს არჩეული ფორმით.
- 11.9. მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართვის შემთხვევაში პროვაიდერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში) გაასაჩივროს პროვაიდერისათვის საჩივრით მიმართვის მიღების დღიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის დავების განმხილველ კომისიაში. კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ. მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართვის შესაძლებლობა გამოიყენოს მაშინაც, როცა საჩივარზე დადგენილ ვადებში პასუხი არ მიუღია.
- 11.10. მხარეთა შორის ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, მხარეები შეეცდებიან საკითხი გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად მხარეები მიმართავენ 11.1. პუნქტში მითითებულ შესაძლებლობას ან/და საქართველოს სასამართლოს.
- 11.11. მხარეთა შორის დავა განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
- 11.12. პროვაიდერი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სახის ხელშეკრულებიდან/შეთანხმებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
12. ხელშკრულების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები
- 12.1.წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
- 12.2. თუ წინამდებარე ხელშეკრულებით ან წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შეწყვიტოს/შეაჩეროს წინამდებარე ხელშეკრულება ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმერი ხელშეკრულება ან/და დახუროს პროვაიდერთან გახსნილი მომხმარებლის საგადახდო ანგარიში, იმ შემთხვევაში, თუ:
- 12.2.1. მომხმარებლის შესახებ, პროვაიდერის ხელთ არსებული ან/და მომხმარებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტური ან/და ელექტრონული სახით წარდგენილი) აღმოჩნდება მცდარი;
- 12.2.2. არ შესრულდა რომელიმე წინაპირობა, პირობა, დამატებითი პირობა ან/და პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის წაყენებული ნებისმიერი მოთხოვნა ან/და დაირღვევა წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობები და ვალდებულებები;
- 12.2.3. მომხმარებელმა დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი პირობა ან/და პროვაიდერს გაუჩნდა ეჭვი, რომ მომხმარებელი ვერ/არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ რომელიმე ვალდებულებას.
- 12.2.4. საგადახდო ანგარიშის დახურვა განსაზღვრულია სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- 12.2.5. მომხარებელი გაკოტრდა ან ცნობილ იქნა ლიკვიდირებულად;
- 12.2.6. მხარეთა შეთანხმებით;
- 12.2.7. რომელიმე მხარის ინიციატივით, მეორე მხარისათვის 1 (ერთ) თვით ადრე შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს პროვაიდერის მიმართ არსებული ნებისმიერი სახის დავალიანება.
- 12.3. ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მხარეთა ფულადი ვალდებულებები, ასევე ხელშეკრულების დარღვევის გამო მხარეთა პასუხისმგებლობის განსაზღვრული ვალდებულებები ძალაშია მათი სრულად შესრულების მომენტამდე, ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად.
13. დასკვნითი დებულებები
- 13.1. მხარეები ვალდებულნი არიან, ნებისმიერი საკონტაქტო/საკომუნიკაციომონაცემის ცვლილების შემთხვევაში 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში აცნობონ მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
- 13.2. თუ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების/შეთანხმების რომელიმე პუნქტი მიჩნეულ იქნა ბათილად, ეს გავლენას ვერ მოახდენს ხელშეკრულების/შეთანხმების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება ის დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზანი.
- 13.3. მხარეებს შორის წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული ნებისმიერი სახის შეთანხმება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოქმედების ვადით.
- 13.4. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი, პროვაიდერის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირ(ებ)ს სრულად ან ნაწილობრივ დაუთმოს ხელშეკრულებით/შეთანხმებით მინიჭებული უფლებები ან/და ვალდებულებები. ამასთან, აღნიშნული არ გამორიცხავს პროვაიდერის უფლებამოსილებას, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება.
- 13.5. პროვაიდერი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მესამე პირებს დაუთმოს/გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით განსაზღვრული უფლებები ან/და ვალდებულებები.
- 13.6. წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების/შეთანხმების პირობები სრულად ვრცელდება მხარეთა უფლებამონაცვლეებზე/სამართალმემკვიდრეებზე/მემკვიდრეებზე.
- 13.7. იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
- 13.8. წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს ენიჭება უპირატესი ძალა მხარეთა შორის აქამდე, იგივე საგანზე გაფორმებულ ნებისმიერ შეთანხმებასა და ხელშეკრულებასთან შედარებით.
- 13.9. მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია პროვაიდერის იურიდიული მისამართი.
- 13.10. საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლოა დაიდოს სხვა ენაზეც. ამ შემთხვევაში, ქართულ ენაზე შედგენილ ხელშეკრულებას და მის პირობებს მიენიჭება უპირატესობა სხვა ენაზე შედგენილ ტექსტთან მიმართებაში.