შ.პ.ს. „მანი მუვერს“-ი დაარსდა 2009 წლის 23 აგვისტოს, მისი საიდენტიფიკაციო კოდია: 200274318. კომპანია 2013 წლის 14 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ იქნა საგადახდო მომსახურების პროვაიდერად, რეგისტრაციის № 0008-9004; შპს „მანი მუვერსის“ იურიდიული და ფაქტიური მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0159, დავით აღმაშენებლის ხეივანი 172 გ. ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@mm.ge, ტელეფონი: +995 32 203 33 33. შ.პ.ს. ,,მანი მუვერს“-ი საგადახდო მომსახურების განხორციელებისას ვალდებულია, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვისას საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი პრინციპებით იხელმძღვანელოს. წინამდებარე დოკუმენტი ეხება შპს „მანი მუვერსის“ მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების, გამოყენების, განახლების, შენახვის წესსა და პირობებს. პროვაიდერი საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების მიხედვით იცავს თავისი მომხმარებლების პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას. არ იყენებს მათ უკანონოდ; მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კი, აუცილებლად აწვდის მას სრულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. შპს „მანი მუვერსი“ ამუშავებს შემდეგი პირების პერსონალურ მონაცემებს: კლიენტების (ფიზიკური ან/და იურიდიული პირების), რომელებთანაც ამაყრებს ერთჯერად ან გრძელვადიან საქმიან ურთიერთობას, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირების, არაიურიდილი პირების, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიულ პირების, სამუშაოს მაძიებლების, საგადახდო სისტემის პროვაიდერებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების. შპს „მანი მუვერსი“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი. მონაცემების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი პროვაიდერს აქვს მაშინ, თუ არსებობს საქმიან ურთიერთობასთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროვაიდერის მიერ მონაცემების დამუშავება არ არის ზიანის მომტანი. ხოლო არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება პროვაიდერის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი.
შპს „მანი მუვერსი“ პერსონალურ მონაცემებს იყენებს შემდეგი მიზნებისთვის:
- ა) საქმიანი და შრომითი ურთიერთობებისთვის;
- ბ) საგადახდო მომსახურების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის;
- გ) მარკეტინგული აქტივობების შემუშავებისა და განხორციელებისთვის;
- დ) იმის დადგენისა და შესწავლისთვის, თუ როგორ იყენებს მომხმარებელი პროვაიდერის პროდუქტებსა და მომსახურებას;
- ე) მომსახურების გაუმჯობესების ან/და ახალი პროდუქტის დანერგვისთვის საჭირო კვლევების ჩატარებისთვის, რეკომენდაციების, რჩევების მიღებისთვის;
- ვ) პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებისთვის;
- ზ) მომხმარებლის მიერ გადახდების განხორციელებისა და მართვისთვის;
- თ) საკომისიოსა და პროცენტების მართვისთვის;
- ი) ფინანსური დანაშაულების (ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება) გამოვლენისთვის, პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და ანგარიშგებების წარდგენისთვის;
- კ) თავად პროვაიდერისა და მომხმარებლებისთვის რისკების მინიჭებისა და მართვისთვის;
- ლ) კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შესრულებისთვის, მათ შორის აუდიტორული შემოწმების ჩატარებისთვის;
- მ) საჩივრების განხილვისა და მათი მოგვარების გზების მოძებნისთვის;
- ნ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის;
- ზემოთ ხსენებული მიზნით მონაცემების დამუშავების სამართლიანი ინტერესია:
- ა)პროვაიდერის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება;
- ბ) მონაცემების განახლება;
- გ) მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტისა და მომსახურების მოწოდება;
- დ) საქართველოს კანონდებლობის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება;
ამასთან პროვაიდერს, როგორც მონაცემების დამმუშავებელ პირს აქვს კანონმდებლობითა და საერთაშორისო რეგულაციებით დადგენილი კანონისმიერი საფუძველი, რომელიც ავალდებულებს მას მოიპოვოს, დაამუშაოს, განაახლოს და შეინახოს პერსონალური მონაცემები იმ მოცულობით, რაც საჭიროა თავისი საქმიანობის სრულფასოვანი და ჯეროვნი განხორციელებისთვის.
შპს „მანი მუვერსი“ იყენებს სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც დაჯგუფებულია შემდეგნაირად:
- • ფინანსური - პირის ფინანსური მდგომარეობა, სტატუსი, ფინანსური საქმიანობის იტორია, ინფორმაცია შესრულებულ ტრანზაქციებზე;
- • საკონტაქტო/ საკომუნიკაციო - რეგისტრაციისა და ფაქტიური (საცხოვრებელი) მისამართი, ელ. ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი, რომელსაც პროვაიდერი მოიპოვებს მომხმარებლისგან ან ელექტრონული წერილებიდან ან სხვა სატელეკომუნიკაციო არხებიდან;
- • სოციოდემოგრაფიული - ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ, მისი სამსახურის, პროფესიის, მოქალაქეობის, განათლების შესახებ, სოციალური სტატუსისა და შემოსავლების შესახებ;
- • ტრანზაქციებთან დაკავშირებული - ინფორმაცია მომხმარებლის ან სხვა პირის მიერ განხორციელებულ გადარიცხვებზე/ჩარიცხვებზე, შემოსავლებსა და გასავლებზე, როდის, სად განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქცია. ელ. საფულეების ანგარიშის ნომრებზე, ასევე სხვა ფინანსურ თუ არაფინანსურ ინსტიტუტში არსებული ანგარიშებიდან ან ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციებზე;
- • სახელშეკრულებო - დეტალური ინფორმაცია მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ;
- • ლოკაციასთან დაკავშირებული - მონაცემები ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა პროვაიდერმა მოიპოვოს მობილური ტელეფონის საშუალებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართით, ან იმ ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით, სადაც მომხმარებელი ბარათის საშუალებით ახორციელებს საგადახდო ოპერაციებს;
- • ქცევითი მონაცემები - დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები პროვაიდერის პროდუექტებსა თუ მომსახურებას;
- • ტექნოლოგიური - ტექნიკა/მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც იყენებენ პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობისას.
- • ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები - საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო საარჩევნო სიებში არსებული ინფორმაცია, ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში კანონიერად არის ხელმისაწვდომი;
- • სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით - ინფორმაცია ოჯახის წევრების (ოჯახური მდგომარეობა, შვილები) და საკონტაქტო პირების შესახებ;
- • დოკუმენტური - სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, ავტომობილის მართვის მოწმობა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტი.
პერსონალურ მონაცემებს მომხმარებლებისგან პროვაიდერი იღებს შემდეგ შემთხვევებში:
- ა) როდესაც პირი ხდება მისი მომხმარებელი;
- ბ) რეგისტრირდება პროვაიდერის ონლაინ სერვისებზე;
- გ) როდესაც იყენებს პროვაიდერის პროდუქტებსა თუ მომსახურებებს;
- დ) ესაუბრება ტელეფონით ან ესტუმრება პროვაიდერის ან მისი აგენტის სერვის-ცენტრს.
- ე) იყენებს პროვაიდერის საიტს, მობილურ აპლიკაციასა და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს (ონლაინ ჩეთს);
- ვ) პროვაიდერს უგზავნის წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
- ზ) ახორციელებს საგადახდო ოპერაციებს;
- თ) სარგებლობს პროვაიდერის საგადახდო ან მასთან დაკავშირებული მომსახურებით;
- ი) როდესაც პირს სურს დასაქმდეს „მანი მუვერსში“ და აგზავნის რეზიუმეს, აპლიკაციას.
პროვაიდერი მონაცემებს აგროვებს ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი, სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, სხვა ფინანსური ინსტიტუტები და საჯარო ორგანიზაციები.
ნებისმიერ პირს, რომლის პერსონალურ მონაცემებსაც შპს „მანი მუვერსი“ აგროვებს, ამუშავებს და იყენებს, შეუძლია მოითხოვის პროვაიდერისგან შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდება:
- ა)მისი რომელი მონაცემი მუშავდება პროვაიდერის მიერ;
- ბ) რა მიზნით მუშავდება აღნიშნული მონაცემი;
- გ) რა სამართლებრივი საფუძველი აქვს პროვაიდერს პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად;
- დ) როგორ მუშავდება პერსონალური მონაცემები;
- ე) ვისთვის მოხდება და მოხდება თუ არა პირის პერსონალური მონაცემების გაზიარება;
- ვ) რა საფუძველი და მიზანი არსებობს პერსონალური მონაცემების გაცემისთვის;პირს უფლება აქვს მოითხოვოს იმ მონაცემების ასლი, რომელსაც პროვაიდერი ამუშავებს.
პირს, რომლის მონაცემებიც მუშავდება აქვს კანონიერი უფლება, მოითხოვოს მონაცემის ცვლილება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ის არის არასრული, არაზუსტი, მოძველებული ან უკანონოდ მოპოვებული. ასეთ შემთხვევაში, შპს „მანი მუვერსმა“ უნდა იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელმაც შეიძლება პროვაიდერს არ მისცეს უფლება დაუყოვნებლივ წაშალოს პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან.
პროვაიდერს უფლებამოსილია, პერსონალური მონაცემები გამოითხოვოს და მიიღოს მესამე პირებისგან, მაგალითად, საგადახდო ოპერაციაში მონაწილე ფინანსური ან არაფინანსური ინსტიტუტისგან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან და ა.შ. ინფორმაციის გამოთხოვა ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება საჭირო გახდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც უნდა მიაწოდონ პროვაიდერს მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება. მაგალითად: თუ მომხმარებელს აქვს პროვაიდერის წინასწარი საგადახდო ბარათი, დეტალური ინფორმაცია მომხმარებლის ტრანზაქციის შესახებ შეიძლება გადაეცეთ იმ კომპანიებს, რომლებიც ამ მომსახურების მიწოდებაში ეხმარებიან პროვაიდერს (როგორებიც არიან მაგალითად: Georgian Card, კროკობეთი, საქართველოს ბანკი და ა.შ.). თუ პროვაიდერი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში იყენებს მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, საჭირო გახდეს მათთვის პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:
- ა) იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვ.;
- ბ) თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და პრევენცია, რასაც ახორციელებენ სპეციალური ორგანოები;
- შპს ‘მანი მუვერსმა“ პერსონალური მონაცემები შეიძლება გააზიაროს იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერის სტრუქტურა მომავალში შეიცვლება, მაგალითად:
- • თუ პროვაიდერი საკუთარ აქტივებს გაყიდის ან/და გაასხვისებს, ან განახორციელებს შერწყმის ოპერაციას.
- • თუ ზემოთ დასახელებული რომელიმე პროცესი განხორციელდება, შპს „მანი მუვერსმა“ შეიძლება გააზიაროს პერსონალური მონაცემები შესაბამის მხარესთან, თუმცა, ამ შეთხვევაში ხსენებულმა მხარემ სავალდებულო წესით წინასწარ უნდა აიღოს მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებს გაუზიარებს ყველა ზომა უნდა მიიღოს მათი დაცვის უზრუნველსაყოფად.
პროვაიდერი პერსონალურ მონაცემებს იყენებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც, აღნიშნულ პერსონალურ მონაცემებს შპს „მანი მუვერსი“ შეიძლება ფლობდეს ან იღებდეს სხვა პირებისგან კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების, ან მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების ან მათი თანხმობის საფუძველზე. რაც პროვაიდერს ეხმარება სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში. ავტომატური გადაწყვეტილებები აისახება პროვაიდერის მიმდინარე და სამომავლო პროდუქტებისა თუ მომსახურების ხარისხზე. თუ არ არსებობს სათანადო საფუძველი (კანონმდებლობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძველი, მომხმარებილს თანხმობა), მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას პერსონალური მონაცემების ავტომატურ დამუშვებაზე, მათ შორის, თუ აღნიშნული წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს. ავტომატური გადაწყვეტილებების მაგალითებია:
- ა) თაღლითობის დადგენა
პერსონალური მონაცემები პროვაიდერს ეხმარება დაადგინოს, შესაძლოა თუ არა მომხმარებლების ანგარიშები გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. თუ პროვაიდრი თაღლითობის რისკს დააფიქსირებს, უფლება აქვს მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის დროებით შეაჩეროს ტრანზაქციები საეჭვო ანგარიშებზე ან უარი განაცხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
- ბ) საგადახდო და მასთან დაკავშირებული მომსახურების მიზნები.
პირად მონაცემებს პროვაიდერი ინახავს მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 15 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:
- • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემისთვის;
- • დასაბუთებისთვის, რომ მომხმარებელს სამართლიანად ვექცევით;
- • დაწესებული რეგულაციების მიხედვით საქმის წარმოებისთვის.
შესაძლებელია, პროვაიდერმა პირადი მონაცემები 15 წელზე მეტი ხნით შეინახოს, თუ მის წასაშლელად არ ექნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. თანხმობის გათხოვა თანხმობის გათხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. პერსონალური მონაცემების მოპოვებაზე, დამუშავებაზე, გამოყენებაზე თანხხმობის გამოთხოვა შეუძლია მომხმარებელს ნებისმიერ დროს. მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოთხოვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ეს თანხმობაა მონაცემების დამუშავების საფუძველი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის წინამდებარე დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და პროვაიდერის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. წინამდებარე ვერსია შეიქმნა 2022 წლის 29 ივლისს.